суббота, 20 мая 2017 г.

ტრენინგის მე-9 დღე

ტრენინგის მეცხრე დღე საინტერესო იყო. თვითოეულმა მასწავლებელმა ისაუბრა თავისი პროექტის შესახებ. ტრენინგის მონაწილეებმა წარმოადგინეს განსახორციელებელი პროექტები. ,,ჯანსაღი კვება", ,,საქართველოს ხოროთმოძღვრების ძეგლები", ,,წელიწადის ოთხი დრო". ვიმუშავეთ ბლოგებზე. გავაკეთეთ გამოკითხვის გაჯეტი..
            დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის! მის ნასწავლს აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.

воскресенье, 14 мая 2017 г.

ტრენინგის მერვე დღე

დღეს ვიმუშავეთ ფასილიტაციის  დოკუმენტების შექმნაზე, თუ როგორ უნდა გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს პროექტზე მუშაობის პროცესში. გავაკეთეთ სლაიდ-შოუ power point-ის გამოყენებით. გადავხედეთ პორტფელიოს და ავტვირთეთ დრაივზე. შევქმენით სიის გაჯეტები, მივანიჭეთ მისამართი და ავტვირთეთ  ბლოგზე. უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთის!....  

суббота, 13 мая 2017 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

გადავიმეორეთ წინა დღეს განხილული საკითხები.აღვწერეთ სასწავლო პროექტის სრული ციკლი.ვიმუშავეთ  პროექტის გეგმაზე ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებით. განვსაზღვრეთ პროექტისთვის საჭირო რესურსები.

воскресенье, 7 мая 2017 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

სამუშაო დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. ტრენინგზე ვიმუშავთ მოსწავლის მიერ გაკეთებულ პრეზენტაციაზე. განვიხილეთ თუ როგორი უნდა იყვეს მოსწავლის მიერ შექმნილი პრეზენტაციის ნიმუშები.სახელმძღვანელოში  მოვძებნეთ რესურსები და განვიხილეთ რუბრიკები. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის.

суббота, 6 мая 2017 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე. განვიხილეთ  ლიტერატურული შაბლონები. დავათვალიერეტ ერთმანეთის ბლოგები. დავწერეთ კომენტარები.შევქმენით მოსწავლის ბლოგი.ვიმუშავეთ  ბლოგის დიზაინზე. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის,ამას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.